ფეხბურთი

11:48 | 20.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფსიქოლოგი გვარდიოლას ტვირთზე ალაპარაკდა

 

გერმანიის ნაკრების ფსიქოლოგმა ჰანს-დიტერ ჰერმანმა ჟურნალისტებთან მიუნხენის “ბაიერნის” მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას წინაშე არსებულ უმძიმეს ამოცანაზე ისაუბრა. ჰერმანის სიტყვებით, ესპანელი სპეციალისტი მძიმე წნეხის ქვეშ ბავარიული კლუბის ყოფილი თავკაცის, იუპ ჰაინკესის წარმატებებმა მოაქცია.

“ჰაინკესის ხელში “ბაიერნმა” ბოლო სეზონში ყველაფერი მოიგო და რაც მთავარია, ფანტასტიკური ფეხბურთი ითამაშა. როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, გვარდიოლას მაინც ხშირად შეადარებენ მის წინამორბედს, რაც ფსიქოლოგიურად ადვილი ნამდვილად არ იქნება. მინდა მას ვურჩიო, თითოეულ ფეხბურთელს მაქსიმალურად ეკონტაქტოს. გამიგია, რომ გვარდიოლა ძალიან კომუნიკაბელური და ჭკვიანი ადამიანია. იმედია, მიუნხენში გატარებული პერიოდი მის სამწვრთნელო კარიერაში გამორჩეული იქნება” – განაცხადა ფსიქოლოგმა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113449