ფეხბურთი

20:49 | 23.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფრიდრიხმა კარიერა დაასრულა

გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა არნე ფრიდრიხმა ბუცები ლურსმანზე დაკიდა. Goal-ის ცნობით, ამის მიზეზი 34 წლის გერმანელის ხშირი ტრავმიანობა გახდა.

უკანასკნელად, ფრიდრიხი ამერიკულ “ჩიკაგო ფაიარში” თამაშობდა, სადაც 2012 წლის იანვარში ჩაირიცხა. პირველ სეზონში, გერმანელმა 23 მატჩი ჩაატარა და თავისი გუნდის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. 2012 წლის ნოემბერში, ფრიდრიხმა ამერიკელებთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, მაგრამ ბარძაყის ქრონიკული ტრავმის გამო, კარიერის დასრულება მოუწია.

ცნობისათვის, ფრიდრიხის აქტიურმა სპორტულმა კარიერამ 14 წელს გასტანა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.1135