ფეხბურთი

13:04 | 5.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფრანკ რიბერი: “დეშამმა ნაკრებში დისციპლინა გააუმჯობესა”

საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ განაცხადა, რომ დიდიე დეშამთან მუშაობით კმაყოფილია.
“საფრანგეთის ნაკრებში კარგი განწყობით ჩამოვედი. გუნდის მთავარ მწვრთნელ დიდიე დეშამს ნათელი ხედვა და მიზნები აქვს. მისი მოსვლის შემდეგ, ნაკრებში დისციპლინა გაუმჯობესდა. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდე, რომ მწვრთნელი მენდობა. თუ მწვრთნელი ეშმაკობას იწყებს, მასთან მუშაობა ძალიან რთული ხდება. როდესაც გუნდის თავკაცი მაბნევს, მაშინ ჩემი იმედი არ უნდა ჰქონდეს”, - განაცხადა რიბერიმ გერმანულ გამოცემა “კიკერთან” საუბარში.
შეგახსენებთ, რომ 22 მარტს, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საფრანგეთის ნაკრები საქართველოს ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს.
 

ლაშა თაბაგარი

 

0.115223