ფეხბურთი

13:36 | 23.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფრანკ დე ბური: “ყოველთვის ძლიერი ვერ იგებს”

ამსტერდამის “აიაქსის” მთავარი მწვრთნელი ფრანკ დე ბური, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გლაზგოს “სელტიკთან” წაგებით იმედგაცრუებულია, რადგან მიიჩნევს, რომ შედეგი უსამართლოა.

“ფეხბურთში ყოველთვის ძლიერები ვერ იგებენ. მოედანზე ვდომინირებდით, მაგრამ გოლის გატანის არაერთი რეალური შანსი ვერ გამოვიყენეთ. შამწუხაროდ, არ გაგვიმართლა. ასეთ შეხვედრაში უქულოდ დარჩენა ძალიან გულდასაწყვეტია. ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით” – თქვა დე ბურმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე. 

0.121344