“აიაქსის” მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ დე ბურმა Sky Sports-თან ინტერვიუში იმედი გამოთქვა, რომ მცველი დეილი ბლინდი ამსტერდამში დარჩება. 22 წლის ჰოლანდიელი ფეხბურთელით მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ რამდენიმე ძლიერი კლუბი დაინტერესდა, მაგრამ რეალურ სატრანსფერო შეთავაზებამდე ჯერ საქმე არ მისულა.
“ბლინდი “აიაქსისთვის” ძალიან საჭირო ფეხბურთელია და იმედია მომავალ სეზონებსაც ამ გუნდის მაისურით ჩაატარებს. მის გარშემო ახალი კლუბი უნდა ავაშენოთ” – განაცხადა ფრანკ დე ბურმა.