ფეხბურთი

13:11 | 4.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფრანგები თბილისში 17 საათზე ჩამოვლენ

 

დღეს, საღამოს 17 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩარტერული რეისით ჩამოფრინდება საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები. ფრანგთა თავკაცი - დიდიე დეშამი თბილისში 25-კაციანი შემადგენლობით ჩამოვა. ეს ფეხბურთელები მან საქართველოსა და ბელარუსთან მატჩებისთვის გამოიძახა. თუმცა, გამომგზავრებამდე დეშამს ერთი ცვლილების განხორციელება მოუხდა და ტრავმირებული ეტიენ კაპუს ნაცვლად, „ლიონის“ ნახევარმცველი - მაქსიმ გონალონი გამოიძახა.

მეკარეები: მიკაელ ლანდრო, უგო ლორისი, სტივ მანდანდა

მცველები: ერიკ აბიდალი, გაელ კლიში, მეტიუ დებიუში, პატრის ევრა, ლორენ კოსილნი, ელიაკიმ მანგალა, ადილ რამი, ბაკარი სანია

ნახევარმცველები: მაქსიმ გონალონი, კლემენ გრენიე, იოსუა გილავოგი, ჯეფრი კონდოგბია, ბლაიზ მატუიდი, პოლ პოგბა, მუსა სისოკო, სამირ ნასრი, დიმიტრი პაიე, ფრენკ რიბერი, მეტიუ ვალბუენა.

თავდამსხმელები: კარიმ ბენზემა, ანდრე-პიერ ჟინიაკი, ოლივიე ჟირუ.

ჩვენი სტუმრები სასტუმრო „რადისონში“ დაბინავდებიან, ხოლო მოგვიანებით, საღამოს 20:30 წუთზე დახურულ ვარჯიშს გამართავენ „დინამო“ თბილისის საწვრთნელ ბაზაზე.

ხვალ, 5 სექტემბერს, 18:00 საათზე, “დინამო არენას” მედიაცენტრში, დიდიე დეშამის მატჩისწინა, ოფიციალური პრესკონფერენცია გაიმართება. 19:30 წუთიდან კი, საფრანგეთის ნაკრების ოფიციალური ვარჯიში დაიწყება, რომელიც მედიისთვის 15 წუთით იქნება ღია. აქვე გეტყვით, რომ ვარჯიშზე მაყურებელი არ დაიშვება და მხოლოდ მედიის წარმომადგენლები შეძლებენ დასწრებას.

6 სექტემბრის მატჩის შემდეგ, ფრანგები ბელარუსთან მატჩისთვის მზადებას თბილისში გააგრძელებენ და საქართველოს დედაქალაქში კიდევ ორ დღეს დარჩებიან.

7 სექტემბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო „რადისონში“ დიდიე დეშამის პრესკონფერენციაა დაგეგმილი. ამავე დღეს, საღამოს 19:00 საათიდან, „დინამო“ თბილისის საწვრთნელ ბაზაზე საფრანგეთის ნაკრების ღია ვარჯიში გაიმართება; ამ შემთხვევაშიც, მხოლოდ მედიისთვის.

სფფ-ის პრესსამსახური


0.116381