“რომას” კაპიტანი – ფრანჩესკო ტოტი იმედოვნებს, რომ მომავალ სეზონში მისი გუნდი იტალიის ჩემპიონი გახდება. ამის შესახებ, ლეგენდარულმა იტალიელმა Football Italia-სთან საუბრისას განაცხადა.
სერია ა-ს გარდა, ტოტი ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებასაც გამოეხმაურა და აღიარა, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე რომაელებს ძალიან გაუჭირდებათ.
“იტალიის ჩემპიონატში შარშანდელი შედეგის გაუმჯობესება გვსურს, რაც ჩემპიონობას ნიშნავს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.
რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ძალიან რთული იქნება, მაგრამ შევეცდებით, მაქსიმუმს მივაღწიოთ. ამ ტურნირზე “რომაზე” გაცილებით ძლიერი გუნდები გამოდიან, მაგრამ მათ გამწარებას ვეცდებით.” – განაცხადა ტოტიმ.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში “რომამ” მეორე ადგილი დაიკავა და რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა.
ლევან გოგოტიშვილი