ფეხბურთი

1:02 | 26.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

„ფრაიბურგი“ „ლევერკუზენს“ არ დანებდა და დაუფასდა

შაბათს, გერმანიის ბუნდესლიგის მე–18 ტურის 6 მატჩი ჩატარდა. ალემანურ ფეხბურთს მონატრებულ გულშემატკივრებს არ მოუწყენიათ, რადგან გოლები საკმარისად იხილეს.

ყველაზე უხვგოლიანი დაპირისპირება ფრაიბურგში შედგა, სადაც ადგილობრივმა კლუბმა „ლევერკუზენს“ უმასპინძლა. სამი ჰიპიას გუნდი ორჯერ იგებდა, მაგრამ შინ უქულოდ დაბრუნება მოუწია. მატჩის დებიუტში, სტუმართა ნახევარმცველმა ლარს ბენდერმა შორი მანძილიდან ძლიერად დაჰკრა და ანგარიში გახსნა. რამდენიმე წუთში, ფრაიბურგელმა ადმირ მეჰმედიმ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ ტაიმი მაინც ლევერკუზენელებმა მოიგეს – სიმონ როლფესმა თავისი გუნდი შესვენებაში კარგი განწყობით გაიყვანა.

მასპინძლები არ გატყდნენ და შეუტიეს, რაც საბოლოოდ 3 ქულით დაუფასდათ. ჯონათან შმიდისა და ფელიქს კლაუსის გოლების წყალობით, „ფრაიბურგმა“ 3:2 იმარჯვა.

„ლევერკუზენის“ მარცხით ვერ ისარგებლა მისმა უახლოესმა მდევარმა „დორტმუნდმა“, რომელიც „აუგსბურგთან“ მატჩში ქულას დასჯერდა. არადა, იურგენ კლოპის გუნდისთვის შეხვედრა ბრწყინვალედ დაიწყო – მე–5 წუთზე, სებასტიან კელმა თავური დარტყმით დააწინაურა თავისი გუნდი. სტუმრებმა წონასწორობა სვენ ბენდერის ავტოგოლით აღადგინეს და რომ არა ეს უიღბლობა, დიდი ალბათობით, მასპინძლები 3 ქულის მოპოვებას მოახერხებდნენ. ასე იყო თუ ისე, ტაბლოზე 1:1 ენთო და „დორტმუნდი“ იძულებული იყო, შეეტია. 66–ე წუთზე, მასპინძელთა შუახაზელმა ნური შაჰინმა საჯარიმო დარტყმა უნაკლოდ შეასრულა და დორტმუნდელები კიდევ ერთხელ დააწინაურა, მაგრამ სტუმრებმა მეორედაც აიღეს მასპინძელთა კარი და ქულა გადაარჩინეს.

ბევრისთვის მოულოდნელად, საშინაო არენაზე მოთამაშე „ვოლფსბურგი“ „ჰანოვერთან“ დამარცხდა. სტუმრები არტიომ რუდნევის გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ სულ რაღაც 7 წუთში, ივიცა ოლიჩმა გამოიჩინა თავი და ანგარიში გაათანაბრა. მეორე ნახევარში, სტუმრებმა ვოლფსბურგელთა კარი კიდევ 2–ჯერ დალაშქრეს და მატჩი 1:3 დაასრულეს.

„ნიურნბერგმა“ „ჰოფენჰაიმს“ 4 უპასუხო ბურთი გაუტანა და მშვიდად იმარჯვა, „შტუტგარტი“ კი, „მაინცთან“ მატჩში 1:2 დამარცხდა. ლევან კობიაშვილის „ჰერტა“ „აინტრახტს“ ეწვია და მატჩი მინიმალური ანგარიშით დათმო. ვეტერანმა ქართველმა მოედანზე უკანასკნელი 20 წუთი გაატარა.

 

დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“. 80645

დორტმუნდი – აუგსბურგი 2:2 (1:0)

დორტმუნდი: ვაიდენფელერი, პაპასტატოპულოსი, შმელცერი, კელი, შაჰინი, ბლაშჩიკოვსკი (ობამეიანგი 6), ბენდერი, მხითარიანი (შიბერი 84), გროსკროიცი, როისი, ლევანდოვსკი.

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

აუგსბურგი: ჰიცი, კალსენ–ბრაკერი, ვერჰაგი, კლავანი, ოსტრცოლეკი, ვერნერი, ბაიერი, ჰანი, ფოგტი, ბობადილია (დონ–ვონი 70), ალტინტოპი (მილიკი, ჰიუნ–ჰო 88).

მწვრთნელი: მარკუს ვაინარცლი

გოლი: 1:0 კელი (5), 1:1 ბენდერი (56), 2:1 შაჰინი (66), 2:2 დონ–ვონი (72)

გაფრთხილება: ბენდერი (10), პაპასტატოპულოსი (45) – ჰანი (17), ვერნერი (45)

კარში დარტყმა: 18 (11) – 6 (4) ჯარიმა: 19 - 25 კუთხური: 5 - 1 თამაშგარე: 1 - 1 ბურთის ფლობა: 52% - 48% სეივი: 2 – 9

 

ვოლფსბურგი. „ფოლკსვაგენ არენა“. 28139

ვოლფსბურგი – ჰანოვერი 1:3 (1:1)

ვოლფსბურგი: ბენალიო, ნალდო, როდრიგესი, კნოხე, დიეგო, გუსტავო, ტრეში (პერიშიჩი 61), მედოევიჩი, დე ბრეინე, არნოლდი, ოლიჩი (დოსტი 69).

მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

ჰანოვერი: ცილერი, შულცი, მარსელო, საკაი, ჰოფმანი, ჰუსტი (ანდრეასენი 83), შტინდლი, შმიდებახი, ბიტენკორტი (პრიბი 89), დიუფი, რუდნევი (შლაუდრაფი 90).

მწვრთნელი: ტაიფუნ კორკუტი

გოლი: 0:1 რუდნევი (28), 1:1 ოლიჩი (35), 1:2 ბიტენკორტი (50), 1:1 ბიტენკორტი (72)

გაფრთხილება: ტრეში (59), არნოლდი (82) – საკაი (85)

კარში დარტყმა: 24 (5) – 10 (5) ჯარიმა: 16 - 16 კუთხური: 7 - 3 თამაშგარე: 4 - 0 ბურთის ფლობა: 62% - 38% სეივი: 2 – 4

 

ფრაიბურგი. „მაგე სოლარ შტადიონი“. 22100

ფრაიბურგი – ლევერკუზენი 3:2 (1:2)

ფრაიბურგი: ბაუმანი, კრმაში, მუიჯა, სორგი, ჰენი, გინტერი, ფერნანდესი, პილარჟი (კლაუსი 46), შმიდი, დარიდა (შუსტერი 90), მეჰმედი (ჰანკე 90).

მწვრთნელი: კრისტიან შტრაიხი

ლევერკუზენი: ლენო, ბენიში, ტოპრაკი, დონატსი, რაინარცი, კასტრო, როლფესი, ბენდერი, კისლინგი (დერდიოკი 71), ჰიუნ–მინი (სინ–ვუ 83).

მწვრთნელი: სამი ჰიპია

გოლი: 0:1 ბენდერი (4), 1:1 მეჰმედი (27), 1:2 როლფესი (35), 2:2 შმიდი (53), 3:2 კლაუსი (90)

გაფრთხილება: სორგი (25), პილარჟი (33) – რაინარცი (76)

კარში დარტყმა: 13 (4) – 15 (9) ჯარიმა: 16 - 11 კუთხური: 4 - 8 თამაშგარე: 5 - 2 ბურთის ფლობა: 45% - 55% სეივი: 7 – 1

 

შტუტგარტი. „მერსედეს ბენც არენა“. 38000

შტუტგარტი – მაინცი 1:2 (1:1)

შტუტგარტი: ულრაიხი, შვაბი, რაუში, საკაი, რიუდიგერი, გენტნერი, ლაიტნერი, მაქსიმი (ტრაორე 64), იბიშევიჩი, ჰარნიკი (ვერნერი 64), აბდელაუიე.

მწვრთნელი: ტომას შნაიდერი

მაინცი: კარიუსი, ნოვესკი, პოსპეხი, ჩჟუ–ჰუ, ბელი, სოტო (დიასი 59), მიულერი, მორიცი (სალერი 83), მალი (ჩჟა–ჩოლი 59), გეისი, ოკაზაკი.

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

გოლი: 1:0 აბდელაუიე (11), 1:1 ოკაზაკი (39), 1:2 სალერი (87)

გაფრთხილება: ლაიტნერი (88) – ნოვესკი (45), პოსპეხი (72)

კარში დარტყმა: 14 (8) – 10 (7) ჯარიმა: 18 - 14 კუთხური: 5 - 3 თამაშგარე: 0 - 4 ბურთის ფლობა: 49% - 51% სეივი: 5 – 7

 

ნიურნბერგი. „გრუნდიგი“. 36000

ნიურნბერგი – ჰოფენჰაიმი 4:0 (2:0)

ნიურნბერგი: შეფერი, პინოლა, ნილსონი (პეტრაკი 55), ჩენდლერი, პლატენჰარდტი, ფოილნერი, გლოუშეკი, კიოტაკე (გებჰარტი 80), ფრანცი, გინჩეკი (პეკჰარტი 78), დრმიჩი.

მწვრთნელი: გერტიან ვერბეკი

ჰოფენჰაიმი: კასტელსი, ბეკი, ჯონსონი (ტოლიანი 46), ვესტერგორი, ზიულე, პოლანსკი (მოდესტი 66), ჰამადი, რუდი, ფირმინო, ელიუნუსი (ფოლანდი 54), შიპლოკი.

მწვრთნელი: მარკუს გისდოლი

გოლი: 1:0 ჩენდლერი (24), 2:0 დრმიჩი (42), 3:0 გინჩეკი (49), 4:0 დრმიჩი (70)

გაფრთხილება: ჩენდლერი (31) – ფირმინო (71), მოდესტი (77), რუდი (87)

კარში დარტყმა: 16 (8) – 12 (8) ჯარიმა: 19 - 28 კუთხური: 3 - 3 თამაშგარე: 2 - 4 ბურთის ფლობა: 49% - 51% სეივი: 8 – 4

 

ფრანკფურტი. „კომერცბანკ არენა“. 41600

აინტრახტი – ჰერტა 1:0 (1:0)

აინტრახტი: ტრაპი, რუსი, ჯაკპა, სამბრანო, იუნგი, როზენტალი (მადლუნგი 85), მაიერი, შვეგლერი, ინუი (შრეკი 56), აიგნერი (ხოსელუ 74), როდე.

მწვრთნელი: არმინ ფე

ჰერტა: კრაფტი, ლანგკამპი, პეკარიკი, ვან დენ ბერგი, ნიმაიერი, ჰოსოგაი (კობიაშვილი 73), შლებრედი (ვაგნერი 78), ლუსტენბერგერი, შულცი (რონი 56), ალაგი, რამოსი.

მწვრთნელი: იოს ლუჰუკაი

გოლი: 1:0 მაიერი (36)

გაფრთხილება: სამბრანო (21), შვეგლერი (90) – რამოსი (26), რონი (72), შელბრედი (75)

კარში დარტყმა: 5 (3) – 7 (4) ჯარიმა: 22 - 25 კუთხური: 1 - 2 თამაშგარე: 2 - 2 ბურთის ფლობა: 44% - 56% სეივი: 4 – 2

0.138803