ფეხბურთი

13:31 | 27.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფორვარდების პასუხი მოურინიოს

უკანასკნელ პერიოდში, ლონდონის “ჩელსის” მესაჭე ჟოზე მოურინიო თავისი გუნდის თავდამსხმელებს შედეგიანობის დაბალი მაჩვენებლისთვის აკრიტიკებდა, რასაც სამუელ ეტო’ოსა და დემბა ბას პასუხები მოჰყვა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა აფრიკელი ფეხბურთელების ასაკშიც კი შეიტანა ეჭვი და საჯაროდ განაცხადა, რომ შესაძლოა, სინამდვილეში, ეტო’ო 35 წლისაა და არა 32-ის.

“რა შემიძლია ვთქვა? თუკი 36-37 წლის ვარ და “მანჩესტერთან” ჰეთ-თრიქს ვასრულებ, ეს იმას ნიშნავს, რომ გოლებს 50 წლამდე გავიტან. რაც არ უნდა იყოს, ამ თემაზე არ ვღელავ. მთავარია, გუნდისთვის მაქსიმუმი გავაკეთო და ტიტულები მოვიგო”, - განაცხადა ეტო’ომ.

მოგვიანებით, მოურინიოს კრიტიკას დემბა ბაც გამოეხმაურა: “თავს კარგად ვგრძნობ. მწვრთნელთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს. ვარჯიშს ვაგრძელებ და ვცდილობ, სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დავიმკვიდრო. გოლები თავისთავად მოვა. მოურინიო ყველაფერს თავისებურად ხედავს, მე – ჩემებურად. გუნდში პრობლემები არავისთან მაქვს”, - განაცხადა ბამ.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112645