ავტორიტეტული უკრაინული ინტერნეტპორტალი football.ua-ს ვერსიით, მიმდინარე სეზონის საშემოდგომო ნაწილში დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” MVP (საუკეთესო მოთამაშე) საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავაა.
“ხუანდე რამოსი “დნიპროს” სათავეში როდესაც ჩაუდგა, საქართველოს ნაკრების ამჟამინდელმა კაპიტანმა ჯაბა კანკავამ მასზე შთაბეჭდილება აშკარად ვერ მოახდინა და იმედგამცრუებელთა გათელილი გზით “კრივბასს” მიაშურა. “დნიპროს” უმეტესი ფეხბურთელებისთვის ეს “გადასახლება” თავისებული ჯვარის დასმა იყო კლუბში გამოსვლაზე, რომელსაც მათი კონტრაქტები ეკუთვნოდა. კვლავ დნეპროპეტროვსკში დაბრუნებულები ხომ ერთეულები არიან: მაქსიმ პაშაევი, ანტონ კანობოლიცკი ...და ახლა კანკავა.
თუმცა, ის შექმნილი ვითარების წყალობით დაბრუნდა. გასულ ზაფხულს ბოატენგმა თამაშს გვარიანად უკლო, ხოლო არსენალელმა ფლორესკუმ “დნიპროში” გადასვლაზე უარი თქვა. ამიტომ, განაცხადების შევსების ბოლო დღეს კანკავა “დნიპროში” დააბრუნეს. გამოუვალი მდგომარეობიდან გამომდინარე დააბრუნეს.
ჯაბამ თავისი შანსი სრულად გამოიყენა. თამაშიდან თამაშამდე ის სასტარტო შემადგენლობას უშინაურდებოდა და ამტკიცებდა, რომ გუნდში მასზე საუკეთესო “ჩამშლელი” არაა. პარალელურად, ის საქართველოს ნაკრების კაპიტანი გახდა და უკანასკნელი წლის განმავლობაში “ნათლობა” ესპანელებთან და ფრანგებთან მიიღო. შედეგად, უკრაინისა და საქართველოს ნაკრებების კაპიტნების წყვილი უკრაინის ჩემპიონატში საუკეთესო გახდა. პირველი მათგანი ისე ზუსტად არტყამდა პარტნიორებს ბურთს თავში, რომ მას მხოლოდ ისღა რჩებოდა მეტოქის კარში შესულიყო. მეორე მათგანი კი, “გახურებული რკინით” მოედნის ცენტრში თავის ირგვლივ ყველაფერს “შანთავდა”. შემოდგომაზე კანკავამ ჩემპიონატის სამი მატჩი გამოტოვა – ლუცკში, სევასტოპოლსა და ზაპოროჟიეში. ამ მატჩებში, “დნიპრომ” პირველი ტაიმები მთლიანად “ჩააგდო” და გუნდმა თამაში მხოლოდ შესვენების შემდეგ “გარდატეხა”. აღსანიშნავია, რომ სევასტოპოლში ეს სპურტი გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა”- იუწყება ფოოტბალლ.უა კანკავას შესახებ.
სხვათა შორის, ცოტა ხნის წინათ, ლვოვის “კარპატის” მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ სევიდოვმა განაცხადა, რომ უკრაინის ჩემპიონატში კანკავა საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველია.