ფეხბურთი

14:25 | 23.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

Football Italia: “მილანი” ლავესის იტალიაში აბრუნებს

ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, იტალიური “მილანი” ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდის – ესეკიელ ლავესის შეძენას ეცდება. Football Italia-ს ცნობით, გასულ კვირაში, არგენტინელი უკვე იყო მილანში ჩასული და ერთ-ერთ ცნობილ რესტორანში “როსონერის” ხელმძღვანელებთან მოლაპარაკება გამართა.

Corriere dello Sport-ი ირწმუნება, რომ ლავესი თავის ოჯახის წევრებთან ერთად მილანში ბინას აქტიურად ეძებს.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა “ნაპოლიში” 5 წელიწადი გაატარა, ზაფხულის სატრანსფერო სეზონში კი, პსჟ-ს მიაშურა. პარიზელებმა ლავესის სანაცვლოდ ნეაპოლელებს 29 მილიონი ევრო გადაუხადეს.

 

0.118571