ფეხბურთი

10:43 | 16.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

Football Italia: კაკა თვეს გამოტოვებს

“მილანში” დაბრუნებული კაკას დებიუტი უიღბლო გამოდგა – Football Italia-ს ცნობით, “ტორინოსთან” იტალიის ჩემპიონატის მატჩში (2:2), ბრაზილიელმა ბარძაყი დაიზიანა და ამის გამო, 4-5 კვირის ლაზარეთში გატარება მოუწევს.

მადრიდის “რეალის” ყოფილმა ნახევარმცველმა “ტორინოს” წინააღმდეგ 70-ე წუთამდე ითამაშა, შემდეგ კი, სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ამის მიზეზი ტრავმა იყო.

ჯერჯერობით, “მილანი” კაკას ტრავმას ოფიციალურად არ ადასტურებს. “როსონერის” ოფიციალურ საიტზე ნათქვამია, რომ ტურინელებთან მატჩში რიკარდო მონტოლივო და ანდრეა პოლი დაშავდნენ. 

 

თეგებიმილანიკაკა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111881