არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში მიმდინარე Copa Claro-ს ტურნირზე პირველი მეოთხედფინალური წყვილი გაირკვა. ნახევარფინალში გასავლელად ერთმანეთს რეიტინგის 14-ე ნომერი, იტალიელი ფაბიო ფონინი და კლასიფიკაციაში 43-ე ადგილზე მყოფი ესპანელი პაბლო ანდუხარი შეხვდებიან.
26 წლის ფონინიმ კორტის მასპინძელ ლეონარდო მაიერს სამსეტიანი მატჩით, 6:7, 6:3, 6:2 სძლია და მასთან პირადი შეხვედრების ანგარიში 3:0 გახადა. აპენინურ-პატაგონიური დაპირისპირება 2 საათსა და 19 წუთს გაგრძელდა.
ფონინისგან განსხვავებით, პაბლო ანდუხარმა იოლი გამარჯვება მოიპოვა. მან რეიტინგსიის 34-ე ნომერს, თანამემამულე მარსელ გრანოლიერსს 6:3, 6:0 მოუგო. ბუენოს აირესში ანდუხარი მესამედ შეხვდა გრანოლიერსს და მეორედ მოახერხა მისი დამარცხება.
Copa Claro-ს მოქმედი ჩემპიონი დავიდ ფერერია, რომელიც მეოთხედფინალში გასასვლელად კოლუმბიელ სანტიაგო ხირალდოს შეხვდება.