ფეხბურთი

13:53 | 5.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფოფხაძისა და ძალამიძის მარცხი, ხიზანიშვილის ფრე

პოლონეთის საფეხბურთო ექსტრაკლასას (უმაღლესი ლიგა) მე-15 ტურში, ბიალისტოკის “იაგელონია”, სადაც ნიკა ძალამიძე და გიორგი ფოფხაძე გამოდიან, სტუმრად გლივიცეს “პიასტთან” 1:2 დამარცხდა.

ფოფხაძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მის მსგავსად სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა ძალამიძემ პირველი ტაიმის შემდეგ მოედანი დატოვა. ძალამიძე თავადაც არ მალავს, რომ ჯერ 90 წუთი სათამაშოდ მზად არაა, ხოლო ფოფხაძის სასტარტოში დამკვიდრება მისასალმებელია. “იაგელონიას” 18 ქულა აქვს და 16 გუნდში მე-11 ადგილზეა.

თურქეთის სუპერლიგის მე-10 ტურში, “ქაისერისფორმა”, რომლის ღირსებასაც ზურაბ ხიზანიშვილი იცავს, გასვლაზე “ანთალისფორთან” ფრე (2:2) ითამაშა. ქართველი მცველი სასტარტოში იმყოფებოდა და თამაშის ბოლომდე არ შეუცვლიათ. “ქაისერმა” სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო და 6 ქულით 18 გუნდში მე-17 ადგილი უკავია.


 

0.117666