27 წლის იტალიელი კარის დარაჯი ემილიანო ვივიანო, შესაძლოა, “ფიორენტინას” საკუთრება გახდეს. ამჟამად, ვივიანო ფლორენციაში არენდის წესით თამაშობს, მაგრამ თუ La Nazione-ს დავუჯერებთ, “იებს” მისი გამოსყიდვა სურთ.
გასულ ზაფხულში, “პალერმომ” “ინტერიდან” ვივიანოს სატრანსფერო უფლებები სრულად გამოისყიდა და ფეხბურთელი პირდაპირ “ფიორენტინაში” გაანათხოვრა. ფლორენციელებმა 500 ათასი ევრო უკვე გადაიხადეს, ხოლო თუ მათ ფეხბურთელის გამოსყიდვა მოუნდებათ, დამატებით 7.5 მილიონი უნდა გადაიხადონ. იტალიური პრესის ცნობით, “იების” მხრიდან ვივიანოს გამოსყიდვის ნება არსებობს, მაგრამ მათი მიზანი სატრანსფერო ფასის შემცირებაა.
სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში, ემილიანო ვივიანომ “ფიორენტინას” კარი 25-ჯერ დაიცვა.