ფეხბურთი

17:17 | 22.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ფიორენტინას” ვიდიჩი იანვარშივე სურს

შესაძლოა, “მანჩესტერ იუნაიტედის” მცველმა ნემანია ვიდიჩმა ფლორენციის “ფიორენტინას” რიგები იანვრის სატრანსფერო სეზონშივე შეავსოს. აპენინური პრესის ცნობით, 32 წლის სერბის შეძენა “იების” თავკაცის – ვინჩენცო მონტელას მთავარი მიზანია.

ვიდიჩს მანჩესტერელებთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. რამდენადაც ცნობილია, უკანახაზელი თავის ამჟამინდელ კლუბთან ხელშეკრულებას აღარ გაახანგრძლივებს.

ცნობისათვის, მიმდინარე სეზონში, ვიდიჩმა “მანჩესტერის” მაისურით 15 მატჩი ჩაატარა.

 

0.113771