ფეხბურთი

18:00 | 28.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ფიორენტინას” პასკუალი გამოაკლდა

ფლორენციის “ფიორენტინას” მარცხენა მცველმა, მანუელ პასკუალმა ტრავმა მიიღო და ის გუნდს ჯერჯერობით დაუდგენელი დროით გამოაკლდა.

32 წლის ფეხბურთელმა ბარძაყის კუნთი “მილანთან” გამართულ მატჩში დაიზიანა. სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ მას კუნთი დაჭიმული აქვს. პასკუალმა მკურნალობა უკვე დაიწყო. 10 დღის შემდეგ მას კიდევ ერთი სამედიცინო შემოწმება ელის.

მანუელ პასკუალმა, სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში, 21 თამაში ჩაატარა და ყველა მათგანი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111868