“ფიორენტინას” გერმანელმა თავდამსხმელმა, მარიო გომესმა ტრავმა მოირჩინა და ის მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა.
გომესმა მუხლი გასული წლის სექტემბერში დაიზიანა და 28 წლის ფეხბურთელი მას შემდეგ უქმობს. “ფიორენტინას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გერმანელმა ფეხბურთელმა მკურნალობა თითქმის დაასრულა და ის გუნდთან ერთად ვარჯიშს ოთხშაბათს შეუდგება.
გომესმა, რომელიც “ფიორენტინაში” პირველ სეზონს ატარებს, ფლორენციელთა მაისურით 5 თამაში ჩაატარა. მან 2-ჯერ თავად გაიტანა, ხოლო ერთხელ თანაგუნდელს გაატანინა.