ფეხბურთი

14:32 | 28.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ფიორენტინა” ორი კვირით უკაპიტნოდ დარჩა

 

ფლორენციის “ფიორენტინას” კაპიტანი მანუელ პასკუალი, საკუთარ გუნდს უახლოეს თამაშებში ვერ დაეხმარება.

Football Italia-ს ცნობით, 31 წლის მცველი, მილანის “ინტერთან” გამართულ მატჩში დაშავდა და პირველი ტაიმის მიწურულს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო შეცვალეს.

სრულფასოვანმა სამედიცინო გამოკვლევამ ცხადყო, რომ პასკუალს ბარძაყის უკანა კუნთი აქვს დაზიანებული. აღდგენით პროცესს, დაახლოებით ორი კვირა დაჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პასკუალი სერია A-ს ორ (“პარმასა” და “ლაციოსთან”) და ევროპის ლიგის ერთ (“დნიპროსთან”) თამაშს გამოტოვებს. ის მოედანს სანაკრებო შეხვედრების შემდეგ დაუბრუნდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113208