იმ დროს, როდესაც „ფიორენტინას“, „ჯუზეპე მეაცაზე“, „ინტერის“ წინააღმდეგ გამართული ბოლო 13 თამაში წაგებული აქვს, ამავე სტადიონზე, ფლორენციელები „მილანის“ დამარცხებას ზედიზედ მესამედ ახერხებენ. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ „იები“ „მილანთან“ გამართულ ბოლო 7 საშინაო თამაშში მოუგებელნი არიან.
მიმდინარე სეზონში ძალიან ცუდი შედეგების მქონე „მილანმა“ წინა ტურში „ნაპოლის“ მიერ უქულოდ დატოვებულ „ფიორენტინას“ უმასპინძლა და ვინჩენცო მონტელას გუნდს განწყობის გამოკეთების საშუალება მისცა.
როგორც მიმდინარე სეზონში არაერთხელ მომხდარა, „მილანს“ თამაში აშკარად არ წაუვიდა. ალეგრის შეგირდებმა კარის მიმართულებით 18-ჯერ კი დაარტყეს, მაგრამ ნეტოს შეწუხება ერთადერთხელ მოახერხეს. ეს, დიდწილად, იმით იყო განპირობებული, რომ „მილანი“ საჯარიმოს გარედან ურტყამდა.
„ფიორენტინას“ 4 დარტყმიდან 3 საჯარიმოს გარედან განხორციელდა, რომელთაგან ერთი საგოლე გამოდგა. ერთი გოლიც ფლორენციელებმა საჯარიმოს შიგნიდან დარტყმით გაიტანეს.
27-ე წუთზე, ვარგასის შორეული დარტყმულის შემდეგ ბურთს მიმართულება მუნტარიმ შეუცვალა და ახალგაზრდა გაბრიელი უძლური აღმოჩნდა. 73-ე წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან შეტევის დროს, ხოაკინმა საჯარიმოში ჩააწოდა, გაბრიელმა არცთუ კარგად ითამაშა და ბორხა ვალერომ, 6 მეტრიდან, ბურთი ცარიელ კარში გაიტანა.
ზედიზედ მე-3 თამაში მოიგო როგორც „იუვენტუსმა“, ასევე „ნაპოლიმ“. ტურინელები პარმას ეწვივნენ და რთულ მატჩში გამარჯვება პოლ პოგბას გოლით მოიპოვეს. თუმცა, სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ კონტეს გუნდს 3 ქულა ფაბიო კვალიარელამ მოუტანა. ის მოედანზე 75-ე წუთზე შევიდა. ორ წუთში, კარიდან დაახლოებით 25 მეტრში, მეკარისგან ზურგით მდგომმა ფეხბურთელმა ბურთი მიიღო და მოტრიალებასთან ერთად დაარტყა კიდეც. ბურთი ხარიხას მოხვდა, დამატებაზე მოთამაშე პოგბას ხელი ვერავინ შეუშალა და 3 ქულის მომტანი გოლიც გავიდა.
„ნაპოლიმ“ გასავარდნ ზონაში მყოფ „კატანიას“ უმასპინძლა და პირველივე ტაიმში დაფიქსირებული ანგარიშით სძლია. მე-15 წუთზე, კალიეხონმა საჯარიმოს გარედან კარგი დარტყმით გაიტანა. ხუთ წუთში, საშუალო დისტანციიდან უკვე ჰამშიკმა იხეირა. მართალია, კიდევ 5 წუთის შემდეგ, ლუკას კასტრომ ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ ამან ქულების გადანაწილებაზე გავლენა ვერ იქონია.
პარმა-იუვენტუსი 0:1 (0:0)
პარმა, “ენიო ტარდინი” 12000
პარმა (3-1-4-2): მირანტე, კასანი, ლუკარელი, მენდესი (ფელიპე 69), მარკიონი (ობი 86), ბიაბიანი, გარგანო (სანსონე 83), პაროლო, გობი, ამაური, კასანო
მწვრთნელი: რობერტო დონადონი.
იუვენტუსი (3-1-4-2): ბუფონი, ბარძალი, ოგბონა, კიელინი, პოგბა, პადოინი, ვიდალი, მარკიზიო (პირლო 62), ასამოა, ტევესი (კვალიარელა 75), ჯოვინკო (ლიორენტე 75).
მწვრთნელი: ანტონიო კონტე.
გოლი: 0:1 პოგბა (77).
გაფრთხილებები: მენდესი 34, გობი 62 - მარკიზიო 44, პადოინი 50, ჯოვინკო 54, ლიორენტე 80.
მსაჯი: დომენიკო ჩელი.
ბურთის ფლობა: 39%-61%, დარტყმა: 5 (1)-12 (5), კუთხური: 6-3, თამაშგარე: 3-1, სეივი: 4-1, ჯარიმა: 13-13.
მილანი-ფიორენტინა 0:2 (0:1)
მილანი, “ჯუზეპე მეაცა”
მილანი (4-3-3): გაბრიელი, აბატე, ძაკარდო, საპატა, კონსტანტი, მონტოლივო, დე იონგი, მუნტარი (საპონარა 69), ბირსა (ნიანგი 57), ბალოტელი, კაკა.
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.
ფიორენტინა (4-3-3): ნეტო, ტომოვიჩი, როდრიგესი, სავიჩი, პასკუალი, აკვილანი, ამბროზინი (ვეჩინო 34), ვალერო, მატოსი (ოლივერა 90+1), როსი (ხოაკინი 68), ვარგასი.
მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა.
გოლები: 0:1 ვარგასი (27), 0:2 ვალერო (73).
გაფრთხილებები: ბალოტელი 61 - მატოსი 29, აკვილანი 50.
მსაჯი: პაოლო მაცოლენი.
ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 18 (1)-4 (2), კუთხური: 10-3, თამაშგარე: 1-0, სეივი: 0-1, ჯარიმა: 18-10.
ნაპოლი-კატანია 2:1 (2:1)
ნეაპოლი, “სან პაოლო”
ნაპოლი (4-2-3-1): რეინა, მესტო (ბრუნო უვინი 7), ფერნანდესი, ალბიოლი, არმერო, ჯემაილი, ბეჰრამი, კალიეხონი, ჰამშიკი, ინსინიე (მერტენსი 90), იგუაინი (საპატა 79).
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი.
კატანია (4-2-3-1): ანდუხარი, ალვარესი (როლინი 83), ლეგროტალიე, გიომბერი, კაპუანო, ისკო (პეტკოვიჩი 70), ალმირონი, კასტრო, ტაჩციდისი, ბირაგი (კეკო 46), ლოპესი.
მწვრთნელი: ლუიჯი დე კანიო.
გოლები: 1:0 კალიეხონი (15), 2:0 ჰამშიკი (20), 2:1 კასტრო (25).
მსაჯი: მასიმილიანო ირატი.
ბურთის ფლობა: 70%-30%, დარტყმა: 21 (8)-13 (2), კუთხური: 12-0, თამაშგარე: 2-1, სეივი: 1-6, ჯარიმა: 14-12.