ფლორენციის “ფიორენტინა” “მილანისგან” ალესანდრო მატრის სატრანსფერო უფლებებს არ გამოისყიდის. აპენინური მედიის ცნობით, “იები” გასულ სეზონში იტალიელის გარჯით უკმაყოფილონი არიან.
მოგეხსენებათ, მატრი “ფიორენტინაში” იჯარის წესით ასპარეზობდა. ფლორენციელებს მისი სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვა შეთანხმების ძალით შეუძლიათ, მაგრამ თავდამსხმელთან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი აღარ აქვთ.
ცნობისათვის, გასულ სეზონში, მატრიმ 30 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 5 გოლით გამოირჩა.