იტალიური La Nazione-ს ინფორმაციით, “ფიორენტინა” “მანჩესტერ იუნაიტედის” ბრაზილიელი ნახევარმცველის, ანდერსონის გამოსყიდვას აპირებს.
26 წლის შუახაზელი “ფიორენტინაში” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, არენდით გადავიდა. მის სატრანსფერო უფლებებს კვლავ “მანჩესტერი” ფლობს, მაგრამ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფლორენციელები სეზონის ბოლოს ბრაზილიელის გამოსყიდვას 5-6 მილიონ ევროდ გეგმავენ.