“ბაიერის” სპორტულმა დირექტორმა რუდი ფიოლერმა კატეგორიულად უარყო ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაცია, ლევერკუზენული კლუბის ხელმძღვანელობის “ვერდერის” ნახევარმცველ აარონ ჰანტით დაინტერესების შესახებ.
“ჰანტი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ჩვენს გეგმებში არ ჯდება. ამრიგად, ეს ცნობა სიმართლეს არ შეესაბამება” – განაცხადა გერმანიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა.
ფიოლერის შემდეგ, ფეხბურთელის აგენტმა იურგენ მილევსკიმაც უთხრა გერმანულ სპორტულ გამოცემებს, რომ ჰანტის “ბაიერში” გადასვლა გამორიცხულია და ამაზე საუბარიც კი არასოდეს ყოფილა.