“ბაიერის” სპორტულმა დირექტორმა რუდი ფიოლერმა განაცხადა, რომ ლევერკუზენულ კლუბს მომავალ სეზონში “ბაიერნისა” და “ბორუსიას” კონკურენციის დაძლევის შანსი არ ექნება. გერმანიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის ცნობით, ჩემპიონთა ლიგის ფინალისტები ბუნდესლიგაში დანარჩენ გუნდებზე ერთი თავით მაღლა დგანან.
“ჩვენი მაქსიმუმი სამწუხაროდ, მხოლოდ მესამე ადგილი იქნება. “ბაიერის” კონკურენტებად “შალკეს”, “ჰამბურგს”, “შტუტგარტსა” და “ვოლფსბურგს” მივიჩნევ. “ბაიერნი” და “დორტმუნდი” კი სულ სხვა დონეა” – უთხრა ფიოლერმა ერთ-ერთ გერმანულ სპორტულ გამოცემას.