სხვა

20:23 | 21.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფინიში ამჯერადაც შორს დარჩა

სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე ქალთა სლალომის პირველ ცდაზე ტრასის დასრულება 28-მა სპორტსმენმა ვერ მოახერხა და მათ შორის ქართველი ნინო წიკლაურიც გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ წიკლაური გიგანტურ სლალომში ფინიშთან ორივე ცდისას მივიდა და საბოლოოდ, 49-ე შედეგი აჩვენა, ამჯერად კი, შეჯიბრს ნაადრევად გამოეთიშა.

ამგვარად, ქართველი სამთო-მოთხილამურეებმა ოლიმპიურ თამაშებზე უკვე სამ დისციპლინაში იასპარეზეს და ჯერჯერობით, შედეგის დაფიქსირება ერთადერთხელ მოახერხეს.

22 თებერვალს სოჭში კაცების სლალომი გახლავთ დაგეგმილი და იმედია, ფინიშის ხაზის გადაკვეთას ამჯერადაც მაინც მოახერხებენ იასონ აბრამაშვილი და ალექს ბენიაიძე. პირველი ცდისას იასონი სტარტზე 68-ე ნომრად გავა, ალექსი კი – 86-ე.

0.111667