ჩოგბურთი

13:43 | 30.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფინალში გასვლა ვერ მოახერხეს

ქართველი ჩოგბურთელები ეკატერინე გორგოძე და სოფო ქვაცაბაია ანტალიის 10-ათასიანი ტურნირის წყვილთა შეჯიბრს ნახევარფინალში გამოეთიშნენ.

მე-2 ნომრად განთესილი ქართველები ფინალში გასასვლელად შვედ სუსან ჩელიკს და იაპონელ კოტომი ტაკაჰატას დაუპირისპირდნენ და 3:6, 2:6 წააგეს.

მომავალ კვირაში გორგოძე და ქვაცაბაია მორიგ ანტალიურ ტურნირზე ითამაშებენ.

 

0.132776