ესპანეთის თასის ფინალი მადრიდის “რეალსა” და “ატლეტიკოს” შორის, “სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩატარდება, რომელიც “სამეფო კლუბის” საშინაო არენაა. ამის შესახებ, ესპანური გამოცემა AS-ი იუწყება.
მატჩი 17 მაისს ჩატარდება და ორივე გუნდის გულშემატკივრები 35000-35000 ბილეთს მიიღებენ. თავდაპირველად, “ატლეტიკოს” სურდა, რომ თამაში ნეიტრალურ მოედანზე გამართულიყო, კერძოდ, “ნოუ კამპზე”. თუმცა, “რეალმა” ეს ვარიანტი იუარა და საბოლოოდ, კომპრომისული ვარიანტი მოიძებნა.
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის მთავარი წინაპირობა კლუბების მიმართ ისაა, რომ მათ გულშემატკივრებს მატჩზე დასასწრები ბილეთები თანაბრად გაუნაწილდეთ.