ფეხბურთი

20:23 | 26.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფილიპე ლუისი: “ყოველთვის ვერ ვხვდები, რა კრიტერიუმით ხდება ნაკრებისთვის ფეხბურთელების შერჩევა”

 

მადრიდის “ატლეტიკოს” ბრაზილიელი მარცხენა მცველი ფილიპე ლუისი იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ მას სამშობლოში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის შანსი არ მიეცემა.

ფილიპე ლუისი “ატლეტიკოს” ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია, მადრიდელებს კი ძალიან კარგი სეზონი ჰქონდათ. ამის მიუხედავად, ლუიშ ფელიპე სკოლარიმ 28 წლის მარცხენაფლანგელი სამუნდიალე განაცხადში არ შეიყვანა.

“ყოველთვის ვერ ვხვდები, რა კრიტერიუმით ხდება ნაკრებისთვის ფეხბურთელების შერჩევა. ახლა შვებულებაში ვარ, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატზე არ ვთამაშობ.

მუნდიალზე თავად ვერ ვითამაშებ, მაგრამ ჩვენს გუნდს ვუგულშემატკივრებ. გულშემატკივრები მოგებას იმსახურებენ” - აცხადებს ფილიპე ლუისი, რომელსაც ბრაზილიის ნაკრების მაისურით 4-ჯერ უთამაშია.

0.131015