ფეხბურთი

12:45 | 10.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფილიპ კოკუ: “მილანი” მაინც “მილანია”

 

ჰოლანდიური პსვ-ს მთავარმა მწვრთნელმა ფილიპ კოკუმ ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის შედეგები შეაფასა, რომლის მიხედვითაც მის გუნდს პლეი ოფში იტალიური “მილანი” ერგო.

პსვ-მ ჰოლანდიის გასულ ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა, რის გამოც ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მესამე შესარჩევი ეტაპიდან ჩაერთო და უკვე დაძლია ბელგიური “ვარეგემის” წინააღმდეგობა, ახლა კი, იტალიის ერთ-ერთი უძლიერესი კლუბის ბარიერის დაძლევას გეგმავს, რათა ჯგუფურ ეტაპზე გააღწიოს.

“რთული ამოცანა იქნება, თუმცა, ამავდროულად, საინტერესო გამოწვევაცაა. საშუალება გვეძლევა, რომ საკუთარი ძალები ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ მოვსინჯოთ. გასულ სეზონში “მილანში” თაობათა ცვლის პროცესი მიმდინარეობდა, მაგრამ ეს საქმის ვითარებას არ ცვლის. “მილანი” “მილანად” რჩება”, - განაცხადა კოკუმ.

ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის მატჩები 20-21 და 27-28 აგვისტოს გაიმართება.

0.129175