ფეხბურთი

1:38 | 9.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფილ ნევილმა კარიერა დაასრულა

რაც აქამდეც მოსალოდნელი იყო, დღეს ოფიციალურად დადასტურდა - “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ევერტონის” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ფილ ნევილმა ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება გადაწყვიტა.

36 წლის ნევილი, ამჟამად, ისრაელში იმყოფება და ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, სტიუარტს პირსს დახმარებას უწევს. მას შემდეგ, რაც ინგლისელებმა ჯგუფიდან გასვლის შანსები დაკარგეს, ცნობილი გახდა, რომ ფილ ნევილი მოედანზე, ფეხბურთელის რანგში, აღარ გავა.

ინგლისელი ჟურნალისტების ცნობით, ნევილს დამოუკიდებელი სამწვრთნელო კარიერის დაწყება აქვს გადაწყვეტილი.

ფილ ნევილი 1995-2005 წლებში “მანჩესტერში”, ხოლო 2005-2013 წლებში “ევერტონში” თამაშობდა. საკლუბო კარიერაში მას 689 თამაში დაუგროვდა. 1996-2007 წლებში, ნევილმა ინგლისის ეროვნული ნაკრების ღირსება 59-ჯერ დაიცვა.

თითქმის 20-წლიანი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში, ფილ ნევილმა 6-ჯერ პრემიერლიგა, სამ-სამჯერ ასოაციაციის თასი და ქომუნითი შილდი, ხოლო თითოჯერ ჩემპიონთა ლიგა და საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო.

შეგახსენებთ, რომ ფილის უფროსმა ძმამ, გარი ნევილმა, რომელმაც მთელი კარიერა “მანჩესტერში” გაატარა, ბუცები ლურსმანზე 2011 წელს ჩამოჰკიდა.

0.118564