ფეხბურთი

18:20 | 1.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფიფიამ “მეტალურგთან” ორწლიანი გააფორმა

გოგი ფიფიამ, რუსთავის “მეტალურგთან” 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ, საფეხბურთო კლუბ “მეტალურგის” ოფიციალური ვებგევრდი იუწყება.

განვლილი სეზონი, 28 წლის თავდამსხმელმა “მეტალურგში” გაატარა, ხოლო ივნისის მიწურულს, მოლდოვურ “დაჩიაში” ისინჯებოდა. თუმცა, კიშინიოვურ კლუბში მისი ტრანსფერი არ შედგა და რუსთაველებს დაუბრუნდა.

თურქეთში გამგზავრებამდე, რუსთაველები სტადიონ “ფოლადზე” დღეში ორჯერ ვარჯიშეობენ. გელა სანაიას გუნდი, 3 და 7 ივლისს, შესაბამისად, “გაგრასთან” და ბოლნისის “სიონთან” ამხანაგურ თამაშებს საკუთარ მოედანზე ჩაატარებს, ხოლო 10 და 16 ივლისს, სტუმრად ცხინვალის “სპარტაკთან” და თბილისის “ვიტ ჯორჯიასთან” ისპარინგებს.

თეგებიგოგი ფიფია
0.12524