საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში 99-ე ადგილიდან 103-მდე დაქვეითდა – იქ, სადაც თებერვლის თვის რეიტინგში იყო. წინა თვეში ლიხტენშტაინთან გამარჯვების შემდეგ, საქართველომ 4 პოზიციით წინ წაიწია, თუმცა ამჯერად ისევ ასეულს მიღმაა: ნიგერსა და ლიტვას შორის.
უშუალოდ ევროპაში, საქართველოს ნაკრები 43-ე საფეხურზეა.
აქვე, პირველი ოცეული და იმ ნაკრებების რეიტინგიც, რომლებიც ევრო-2016-ის შესარჩევში ქართველთა მეტოქეები იქნებიან:
1 (1). ესპანეთი – 1460
2 (2). გერმანია – 1340
3 (4). პორტუგალია - 1245
4 (5). კოლუმბია – 1186
5 (6). ურუგვაი – 1181
6-7 (3). არგენტინა – 1174
6-7 (9). ბრაზილია – 1174
8 (7). შვეიცარია – 1161
9 (8). იტალია – 1115
10 (13). საბერძნეთი – 1082
11 (12). ინგლისი – 1043
12 (10). ბელგია – 1039
13 (14). აშშ – 1015
14 (15). ჩილე – 1011
15 (11). ჰოლანდია – 967
16 (17). საფრანგეთი – 935
17 (18). უკრაინა – 913
18 (19). რუსეთი – 903
19 (20). მექსიკა – 876
20 (16). ხორვატია – 871
22 (37). შოტლანდია – 825
65 (68). ირლანდია – 504
72 (73). პოლონეთი – 479
გიბრალტარის ნაკრები რეიტინგში ჯერ არ ფიგურირებს, რადგან ფიფას ახალი წევრია და საკმარისი რაოდენობის მატჩები არ ჩაუტარებია. აქვე, მეზობლებზე ვთქვათ: სომხეთის ნაკრები 33-ე ადგილზეა, ხოლო აზერბაიჯანისა – 85-ეზე.