ფეხბურთი

11:01 | 12.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფიფამ უკრაინელები არ შეიწყალა

საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთან მატჩების წინ, უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ ფიფას ყვითელი ბარათების ანულირების თხოვნით მიმართა, მაგრამ პასუხად უარი მიიღო. ამის შესახებ უკრაინული გამოცემები იუწყებიან.

მოგეხსენებათ, საფრანგეთისა და უკრაინის ნაკრებები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად 2-მატჩიან დუელს ჩაატარებენ. უკრაინის ფეხბურთის ფედერაცია თავის მოთხოვნას იმით ამართლებდა, რომ ჯგუფურ ეტაპზე, უკრაინელებმა ფრანგებზე ნაკლები მატჩი ჩაატარეს.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ნაკრებთან საპასუხო მატჩის გამოტოვება ერთბაშად 10 უკრაინელ ფეხბურთელს ემუქრება.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.135731