ტუნისის ფეხბურთის ფედერაცის მაღალჩინოსნების საჩივრის მიუხედავად, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია ფიფა კამერუნის ნაკრებისთვის სარჩელის დაკისრებას არ აპირებს.
კამერუნელებმა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფში ტუნისელები ორი მატჩის ჯამში 4:1 დაამარცხეს, მაგრამ არაბები საფეხბურთო მოედანზე დაფიქსირებულ შედეგს არ ეთანხმებიან და ფიფაში სარჩელი ამის გამო შეიტანეს.
ტუნისელთა განცხადებით, კამერუნის ნაკრების შემადგენლობაში ისეთმა ფეხბურთელებმა ითამაშეს, რომელთაც ამის უფლება არ ჰქონდათ. Associated Press-ის ცნობით, საუბარია “მაინცის” ფორვარდ ერიკ ჩუპო-მოტინგზე და “შალკეს” ნახევარმცველ ჟოელ მატიპზე, რომლებიც გერმანიაში დაიბადნენ და ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან.
“კამერუნის ფეხბურთის ფედერაციას ფიფას არცერთი წესი არ დაურღვევია” - წერია ფიფას განცხადებაში.