ფეხბურთი

18:44 | 8.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფიფამ იბრაჰიმოვიჩის აგენტი დააჯარიმა

ფიფამ ზლატან იბრაჰიმოვიჩის აგენტი მინო რაიოლა ფედერაციისა და მისი პრეზიდენტის, ზეპ ბლატერის შეურაცხყოფისთვის 5 ათასი შვეიცარიული ფრანკით დააჯარიმა და გააფრთხილა, რომ მომავალში მსგავსი გამონათქვამები აღარ გაიმეოროს. საქმე ის არის, რომ რაიოლამ ფიფა მაფიურ კლანს შეადარა, ხოლო ბლატერს გადარეული დიქტატორი უწოდა. რაიოლა ასევე უკმაყოფილოა იმით, რომ მის კლიენტს ფიფასგან და უეფასგან აქამდე არანაირი ჯილდო არ მიუღია და თუ წლეულს ზლატანი “ოქროს ბურთს” არ მიიღებს, ის ჩათვლის, რომ ამ პრიზს პოლიტიკური ელფერი დაჰკრავს. შეგახსენებთ, რომ შარშანდელ ანალოგიურ გამოკითხვაში იბრაჰიმოვიჩმა მე-10 ადგილი დაიკავა. და კიდევ, რაიოლა “იბრას” გარდა მარიო ბალოტელის აგენტიცაა.

 

თეგებიფიფარაიოლა
0.11469