ფიფას მესვეურებმა კატალონიის “ბარსელონას” საქნცია შეუჩერეს და ტრანსფერების გაკეთების უფლება მისცეს. ამის შესახებ ფიფას ოფიციალური საიტი იუწყება.
მოგეხსენებათ, 18-წლამდელი ფეხბურთელების არასწორი რეგისტრაციისთვის, ფიფამ კატალონიელებს უახლოესი ორი სატრანსფერო სეზონის განმავლობაში ფეხბურთელების შეძენა აუკრძალა. “ბარსელონამ” აპელაცია შეიტანა, რის შემდეგაც სანქცია საქმის დეტალურ შესწავლამდე გაუქმდა.
ამგვარად, კატალონიელები ზაფხულის სატრანსფერო სეზონში ფეხბურთელების შეძენას მოახერხებენ, მაგრამ არაა გამორიცხული, სანქცია მომავალში ამოქმედდეს.