ფიფას პრეზიდენტი ზეფ ბლატერი ყატარში შრომის უფლებების გაუმჯობესებით კმაყოფილია. ყატარის შრომის და საზოგადოების საქმეთა სამინისტრომ ახალი კანონი მიიღო, რომლის თანახმადაც, 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მზადების პროცესში ემიგრანტ მუშებს შრომითი უფლებები გაუუმჯობესდებათ.
როგორც უკვე იცით, ყატარი მუნდიალისთვის ემზადება და მსოფლიო მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მუშებს აუტანელ პირობებში უწევთ საქმის კეთება. ამ ინფორმაციას ოფიციალურმა დოჰამ სპეკულაცია უწოდა.
"მთავრობის მხრიდან ეს არის მშვენიერი, წინგადადგმული ნაბიჯია. მუშები სტანდარტული ზომის ფარგლებში შეასრულებენ საკუთარ მოვალეობას. ფიფა, რა თქმა უნდა, გააგრძელებს მუნდიალის მზადების პროცესის კოორდინირებას." - აღნიშნა ბლატერმა
გიორგი ბალახაძე