არნემის “ვიტესის” ქართველი ფორვარდი გიორგი ჭანტურია ერედივიზიონში 7 მატჩს გამოტოვებს. მიხვდებოდით, “ალანიაში” მიღებული დისკვალიფიკაციის გადმოყოლაზეა საუბარი – მაშინ რუსეთის საფეხბურთო კავშირმა 8-მატჩიანი უქმობა გამოუწერა გიორგის და აქედან ერთი შეხვედრა ქართველმა რუსეთშივე გამოტოვა.
ჭანტურიამ “ვიტესის” მაისურით ითამაშა ევროპის ლიგაში და ჰოლანდიის ერედივიზიონშიც, თუმცა ეს იმიტომ, რომ ფიფას არ ჰქონდა გადაწყვეტილი მისი საკითხი. ამჯერად კი, ფიფამ გამოიტანა ვერდიქტი: ჭანტურია 7 მატჩში ვერ ითამაშებს.
საწყენია, მაგრამ ფაქტია: გიორგის მოსკოვის “დინამოს” ფორვარდ კოკორინთან კონფლიქტი ასე ძვირად დაუჯდა. ინფორმაციას ჭანტურიას დისკვალიფიკაციის შესახებ ჰოლანდიური საიტები ავრცელებენ.