ფეხბურთი

16:15 | 9.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

FIFA 2022 წლის მუნდიალის ჩატარების ორ თარიღს განიხილავს

როგორც Capri Sport-ი იტყობინება, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს წევრები სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე შეიკრიბნენ და ყატარში 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების თარიღზე ისაუბრეს.

ფიფა ტრადიციული ივნისი-ივლისის ნაცვლად, 2022 წლის მუნდიალზე ორ ვარიანტს განიხილავს: ნოემბერი-დეკემბერი ან იანვარი-თებერვალი. აღნიშნულ შეხვედრას ევროპული კლუბების, უეფას და 2022 წლის მუნდიალის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებიც დაესწრნენ.

მოგეხსენებათ, ყატარში მუნდიალის ზაფხულში ჩატარებას ხელს მაღალი სიცხე უშლის.

მოსალოდნელია, რომ ფიფა 2022 წლის მუნდიალის ჩატარების თარიღს დაამტკიცებს არაუგვიანეს 2015 წლის თებერვლისა.

გიორგი ბალახაძე  

თეგებიფიფა
0.118736