ფეხბურთი

3:24 | 5.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთშიც ასეა: „არწივები“ „კაჭკაჭებს“ ჯაბნიან

ევროპის ლიგის პირველი 1/4–ფინალური მატჩები მეტ–ნაკლებად ლოგიკური შედეგებით დასრულდა. ლონდონის „ტოტენჰემის“ გამოკლებით, მასპინძლებმა თავიანთი მატჩები მოიგეს და ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯიც გადადგეს.

ანდრე ვილაშ–ბოაშის დამოძღვრილმა „ტოტენჰემმა“ შვეიცარიულ „ბაზელს“ უმასპინძლა და ბოლოს რომ არ ეყოჩაღა, მარცხიც არ ასცდებოდა. 30–ე წუთზე, შვეიცარიელები ვალენტინ შტოკერმა დააწინაურა, აქედან 4 წუთში კი, ფაბიან ფრაიმ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს დაჰკრა თავი და „ბაზელის“ უპირატესობა 2–ბურთიანი გახადა.

ლონდონელთათვის საბედნიეროდ, ანგარიშში სხვაობა პირველსავე ტაიმში შემცირდა, რამაც საბოლოო შედეგზე დიდი გავლენა მოახდინა. ემანუელ ადებაიორმა მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და ინგლისელ ქომაგებს იმედი დაუბრუნა. მეორე ტაიმში, გილფი ტორ სიგურდსონმა წონასწორობა აღადგინა, მაგრამ „ტოტენჰემმა“ თამაშის მოტრიალება ვეღარ შეძლო, „ბაზელი“ კი, ფრეს დასჯერდა და შვეიცარიაში გასამართი საპასუხო მატჩის წინ, გარკვეული უპირატესობაც მოიპოვა.

ლონდონის „ჩელსიმ“ „სტემფორდ ბრიჯზე“ ყაზანის „რუბინი“ დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება თითქმის გაინაღდა. გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის ფერნანდო ტორესს, რომელსაც უკანასკნელ სეზონებში კრიტიკა ნამდვილად არ აკლია. დღევანდელ შეხვედრაში, ანგარიში სწორედ ესპანელმა გახსნა – ბურთი დავიდ ლუისისგან მიიღო და ცოტა უცნაური მდგომარეობიდან მოათავსა ყაზანელთა კარში.

32–ე წუთზე, „რუბინის“ საჯარიმოში ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩნდა ვიქტორ მოზესი, რომელმაც ძლიერად დაარტყა და ეფექტური გოლიც გამოუვიდა – 2:0. ტაიმის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ბიბრას ნათხომ პენალტით შეამცირა ანგარიშში სხვაობა, მაგრამ „სტემფორდ ბრიჯზე“ გოლი კიდევ გავიდა, რამაც რუსების შანსები ძალიან შეამცირა. 70–ე წუთზე, ტორესმა თანამემამულე ხუან მატას ჩაწოდებულ ბურთს დაუხვედრა თავი და ტაბლოზე 3:1 „ააციმციმა“.

2–ბურთიანი სხვაობით იმარჯვა „ფენერბახჩემაც“, რომლის მეტოქეც რომის „ლაციო“ იყო. მატჩი დაძაბულ ორთაბრძოლაში წარიმართა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მსაჯმა 47–ე წუთზე რომაელი ოჯენი ონაზი გააძევა, უპირატესობას თურქები დაეუფლნენ, რაც შედეგშიც აისახა. 78–ე წუთზე, პიერ ვებომ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან დალაშქრა სტუმართა კარი, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი, „ლივერპულის“ ყოფილმა ნახევარმცველმა დირკ კიუიტმა გამოიჩინა თავი და თურქებს იტალიაში გასამართი მატჩის წინ შედარებით მშვიდად ყოფნის საშუალება მისცა.

უხვგოლიანი გამოდგა ლისაბონის „ბენფიკასა“ და „ნიუკასლის“ მატჩი – პორტუგალიაში შეკრებილმა 45000–მდე ქომაგმა 4 გოლი იხილა. ლისაბონელთათვის, მატჩი ცუდად დაიწყო – პაპის დემბა სისემ მუსა სისოკოს პასით ისარგებლა და თითქმის დაუცველ კარში ბურთი იოლად მოათავსა. რამდენიმე წუთში, ესპანელმა როდრიგომ დაამატა მეკარის მოგერიებულ ბურთს და „არწივებს“ „კაჭკაჭებთან“ ბრძოლაში დიდი ნაბიჯი გადაადგმევინა წინ. მეორე ტაიმში, როდრიგო ლიმამ ისარგებლა ინგლისელთა უხეში შეცდომით და მახვილი კუთხიდან აიღო ტომ კრულის კარი – 2:1. მატჩში წერტილი პარაგველმა ოსკარ კარდოსომ დასვა, რომელმაც პენალტი აქცია გოლად.

ამგვარად, ლისაბონელებმა 3:1 იმარჯვეს, მაგრამ ნათელია, რომ ინგლისში დიდი ბრძოლის გადატანა მოუწევთ.

 

ლონდონი. „სტემფორდ ბრიჯი“. 30000

ჩელსი – რუბინი 3:1 (2:1)

ჩელსი: ჩეხი, ლუისი, ტერი, ასპილიკუეტა, ბერტრანდი, რამირესი, ლამპარდი, ბენაიუნი (მარინი 82), ტორესი, მატა (ოსკარი 78), მოზესი (აზარი 65).

მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი

რუბინი: რიჟიკოვი, კუზიმინი (კასაევი 82), ანსალდი, ნავასი, კალეშინი, შარონოვი, ორბაისი, ერემენკო, კარადენისი, ნათჰო, დიადიუნი (რონდონი 46).

მწვრთნელი: ყურბან ბერდიევი

გოლები: 1:0 ტორესი (16), 2:0 მოზესი (32), 2:1 ნათჰო (41პ.), 3:1 ტორესი (70)

გაფრთხილებები: ტერი (41), ბენაიუნი (77), მარინი (90) – ორბაისი (86)

არში დარტყმა: 13 (6) – 7 (4) ჯარიმა: 8 - 9 კუთხური: 9 - 3 თამაშგარე: 2 - 1 ბურთის ფლობა: 56% - 44% სეივი: 4 – 5

 

ლონდონი. „უაით ჰართ ლეინი“. 33000

ტოტენჰემი – ბაზელი 2:2 (1:2)

ტოტენჰემი: ფრიდელი, ვერტონგენი, გალასი, ნოუტონი, ასუ–ეკოტო (დოუსონი 57), ლენონი (სიგურდსონი 24), პარკერი, ბეილი, ჰოლტბი (დემპსი 63), დემბელე, ადებაიორი.

მწვრთნელი: ანდრე ვილაშ–ბოაში

ბაზელი: სომერი, დრაგოვიჩი, ვოსერი, შერი, შტაინჰიოფერი, დი (კაბრალი 66), შტოკერი, ფრაი, სალაჰი (დეგენი 84), ელ–ნენი, შტრელერი (ზუა 71).

მწვრთნელი: მურატ იაკინი

გოლები: 0:1 შტოკერი (30), 0:2 ფრაი (34), 1:2 ადებაიორი (40), 2:2 სიგურდსონი (58)

გაფრთხილებები: გალასი (29), პარკერი (63) – ფრაი (48)

არში დარტყმა: 10 (5) – 17 (8) ჯარიმა: 11 - 13 კუთხური: 4 - 2 თამაშგარე: 1 - 2 ბურთის ფლობა: 50% - 50% სეივი: 5 – 3

 

სტამბული. „შიუქრიუ სარაჯოღლუ“. 51000

ფენერბახჩე – ლაციო 2:0 (0:0)

ფენერბახჩე: დემირელი, ქორქმაზი, იობო, ციგლერი, ჰენიული, თოფალი (ერკინი 71), მეირელეში, ბარონი (უჩანი 75), სოვი (თოფუზი 86), კიუიტი, ვებო.

მწვრთნელი: აიკუთ კოჯამანი

ლაციო: მარკეტი, სიანი, რადუ, ლულიჩი, ედერსონი (ლედესმა 63), ერნანესი (მაური 86), გონსალესი, ონაზი, ცანა, კანდრევა, კოზაკი (კლოზე 72).

მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი

გოლები: 1:0 ვებო (78პ.), 2:0 კიუიტი (90)

გაფრთხილებები: ქორქმაზი (45), ვებო (79), მეირელეში (90) – ონაზი (31), ედერსონი (51), მარკეტი (54), რადუ (78), მაური (90)

გაძევება: ონაზი (47)

არში დარტყმა: 15 (8) – 9 (2) ჯარიმა: 17 - 17 კუთხური: 6 - 4 თამაშგარე: 0 - 0 ბურთის ფლობა: 54% - 46% სეივი: 4 – 8

 

ლისაბონი. „და ლუჟი“. 45000

ბენფიკა – ნიუკასლი 3:1 (1:1)

ბენფიკა: არტური, ლუიზაო, გარაი, ალმეიდა, გაიტანი, მატიჩი, გომესი (პერესი 61), კარდოსო (პერეირა 77), ჯონი, როდრიგო (ლიმა 61), მელგარეხო.

მწვრთნელი: ჟორჟე ჟეზუში

ნიუკასლი: კრული, სანტონი, სიმპსონი (გოსლინგი 83), იანგა–მბივა, პერჩი (ანიტა 62), ტეილორი, კაბაიე, სისოკო, გუტიერესი, მარვო (ამეობი 81), სისე.

მწვრთნელი: ალან პარდიუ

გოლები: 0:1 სისე (12), 1:1 როდრიგო (25), 2:1 ლიმა (65), 3:1 კარდოსო (70)

გაფრთხილებები: როდრიგო (19), პერესი (73) – პერჩი (20), ამეობი (87)

არში დარტყმა: 20 (10) – 7 (5) ჯარიმა: 8 - 15 კუთხური: 12 - 0 თამაშგარე: 0 - 3 ბურთის ფლობა: 54% - 46% სეივი: 3 – 7

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.349431