საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის კანცელარიაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს დომენტი სიჭინავას, გენერალურ მდივანს რეზო არველაძეს, ვიცე-პრეზიდენტს ალექსანდრე ჩივაძესა და საპატიო ვიცე-პრეზიდენტს მურთაზ ხურცილავას შეხვდა.
ღარიბაშვილის გარდა, შეხვედრას სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძეც ესწრებოდნენ. ეს უკანასკნელი ვიცე-პრემიერიცაა. შეხვედრაზე იყო სპორტული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი.
პრემიერმინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი ფეხბურთში არსებული საერთაშორისო პრაქტიკის ადგილობრივ დონეზე დამკვიდრების საშუალებებსა და საბავშვო ფეხბურთის განვითარების პერსპექტივებს შეეხო.
“მსოფლიო სპორტმა” თავის მხრივ შეიტყო, რომ ფეხბურთის ფედერაციის მესვეურებმა ღარიბაშვილს საქართველოში ფეხბურთის განვითარების გეგმა წარუდგინეს, სადაც ნათქვამია თუ რის გაკეთებას აპირებს ფედერაცია და რა როლი უნდა ითამაშოს სახელმწიფომ.
“მსოფლიო სპორტი” შეეცადა შეხვედრის დეტალები დომენტი სიჭიანავასთან გაერკვია, რომელმაც სატელეფონო ზარს არ უპასუხა.