ფეხბურთი

15:19 | 29.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთის ფედერაციამ კლუბების დაფინანსება საკუთარ თავზე აიღო

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბებს დააფინანსებს.

სფფ-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, 29 სექტემბერს ფედერაციის ხელმძღვანელობა უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბების წარმომადგენლებს შეხვდა. გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო მიმდინარე სეზონში კლუბების დაფინანსებას არ აპირებს, ეს ვალდებულება საკუთარ თავზე სფფ-მ აიღო.

ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე კლუბებს გარკვეულ თანხას მისცემს, რომლის რაოდენობა ჯერ ცნობილი არაა. ფეხბურთის ფედერაცია კლუბებს 2015 წელსაც დაეხმარება.

იმის გათვალისწინებით, რომ მომავალი წლის აგვისტოში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებია დანიშნული, რომელში მონაწილეობას სფფ-ს გენმდივანი რევაზ არველაძე აპირებს, კლუბებისთვის თანხის მიცემით, ფედერაციის მოქმედი ჩინოვნიკი წესით უპირატეს მდგომარეობაში უნდა აღმოჩნდეს.

სხვათა შორის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მსაჯების დაკავებაც თავისი პიარისთვის კარგად გამოიყენა. მისი პირველი პირების თქმით, კორუფციაში მხილებული მსაჯების გამოვლენა ფედერაციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წელიწადნახევრიანი ერთობლივი მუშაობის შედეგია.

მოკლედ, რაა ეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები...

0.11277