რა კავშირში შეიძლება იყოს ფეხბურთთან ბრაზილიელი მეძავების გაფიცვა? ერთი შეხედვით ამ ორი რამის დაკავშირება რთულია, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ბრაზილიელ მეძავებს გაფიცვის შეჩერებისაკენ სწორედ ბრაზილიური ფეხბურთის მესვეურები მოუწოდებენ.
საქმე ისაა, რომ ბრაზილიაში ძალაში შევიდა კანონი, რომლის მიხედვითაც, მეძავებს გადასახადი გაუორმაგდებათ და ისინი მთლიანად აღრიცხვაზე იქნებიან აყვანილი. ეს შესაბამისად მეძავების მომსახურების ღირებეულებასაც გაზრდის, რითაც საბოლოო ჯამში რიგითი ბრაზილიელი მამაკაცები, მეძვათა პოტენციური მომხმარებლები დაზარალდებიან.
მეძავები იმუქრებიან, რომ თუკი მთავრობა ზემოთაღნიშნულ კანონს არ გააუქმებს, ისინი მომდევნო წელს გასამართი მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის დროს აქციებსა და გაფიცვებს მოაწყობენ და ყველანაირად ეცდებიან მუნდიალის ჩაშლას. მუნდიალის ჩაშლას ალბათ ვერ შეძლებენ, მაგრამ ზედმეტი პრობლემები ბრაზილიური ფეხბურთის ბოსებს რომ არ სჭირდებათ – ცხადია.