ფეხბურთი

15:14 | 17.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფერნანდო იერო: “ელ კლასიკოში” ფავორიტი “რეალია”

მადრიდის “რეალის” ყოფილმა მცველმა ფერნანდო იერომ მოახლოებული “ელ კლასიკოს” შესახებ ისაუბრა. ესპანელი ფავორიტად მადრიდის “რეალს” მიიჩნევს.

“პირადად ჩემთვის, “რეალი” ყოველთვის ფავორიტია. “ელ კლასიკოს” წინ, მნიშვნელობა არ აქვს, როგორ ფორმაში არიან გუნდები. თამაში 90 წუთს გრძელდება და ის იგებს, ვისაც უფრო უმართლებს. ასეთ დაპირისპირებებში ნებისმიერი ეპიზოდი შესაძლოა გადამწყვეტი გამოდგეს”, - უთხრა იერომ ესპანელ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ “ელ კლასიკო” 26 ოქტომბერს შედგება.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119249