28 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი ფერნანდინიო, რომელიც აქამდე “შახტარში” თამაშობდა, “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა.
ფერნანდინიომ “სიტისთან” 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ცნობილია ტრანსფერის ღირებულებაც – “შახტარის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, დონეცკური კლუბი 40 მილიონ ევროს მიიღებს.
ფერნანდო ლუის როზა “შახტარში” 8 წელი თამაშობდა. ამ დროის განმავლობაში, მან დონეცკელთა მაისურით 284-ჯერ ითამაშა და 53 გოლი გაიტანა. ფერნანდინიომ 6-ჯერ უკრაინის ჩემპიონატი, 4-ჯერ თასი, 3-ჯერ სუპერთასი და ერთხელ უეფას თასი მოიგო.