“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი ფერნანდინიო ვარჯიშს მინიმუმ ოთხი კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს. L’Equipe-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მედიკოსებმა უკვე სრულად გამოიკვლიეს ფეხბურთელის მიერ პრემიერლიგაში, “ტოტენჰემის” წინააღმდეგ მატჩისას მიღებული ტრავმა და დასკვნაც დაიდო – ფეხბურთელი “სიტის” დაახლოებით ერთ თვეში დაუბრუნდება.
ტრავმის გამო ფერნანდინიომ უკვე გამოტოვა “მანჩესტერ სიტისა” და “ჩელსის” მატჩი.