ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების 24 წლის ნახევარმცველმა ლეროი ფერმა, ჩემპიონშიფში გავარდნილი “ნორვიჩი” დატოვა და “ქუინზ პარკ რეინჯერსში” გადავიდა. აღნიშნული ინფორმაცია ქპრ-ს ოფიციალურმა ვებვერდმა დაადასტურა.
ფერმა ლონდონურ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და 10-ნომრიანი მაისური მოირგო. ტრანსფერის ღირებულება 8 მილიონი გირვანქაა.
ნახევარმცველი “ნორვიჩში” გასულ ზაფხულს გადავიდა “ტვენტედან” და პრემიერლიგაში ჩატარებულ 30 შეხვედრაში 3 გოლის გატანა მოახერხა.
ირაკლი ალიმბარაშვილი