ფეხბურთი

15:17 | 2.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფერგიუსონს “ჩელსი” ეპატიჟებოდა

 

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა თავკაცმა ალექს ფერგიუსონმა განაცხადა, რომ 2003 წელს, ლონდონის “ჩელსი” მის გადასაბირებლად ყველა ღონეს ხმარობდა, მაგრამ “ოლდ ტრაფორდზე” დარჩენა არჩია.

“ლონდონელებმა მაშინ მომმართეს, როცა “ჩელსის” მფლობელი რომან აბრამოვიჩი გახდა. ეს 2003 წელს მოხდა. “არისტოკრატებს” ვუთხარი, რომ ჩემი დაყოლიების შანსი არ ჰქონდათ”, - განუცხადა შოტლანდიელმა სპეციალისტმა ESPN-ს.

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარულმა “ფერგიმ” “მანჩესტერი” გასული სეზონის ბოლოს დატოვა და ადგილი თანამემამულე დევიდ მოიესს დაუთმო.

0.121147