ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცმა ალექს ფერგიუსონმა განაცხადა, რომ კლუბი მამდრიდის “ატლეტიკოელი” რადამელ ფალკაოს შეძენით დაინტერესებული არაა. ამის შესახებ Sky Sports-ი იუწყება.
“თქვენ მართლა გჯერათ, რომ ფალკაოს ყიდვა გვინდა? ხალხო, ჩემს გაოცებას არასდროს მოეშვებით?”, - თქვა ფერგიუსონმა.
უკანასკნელ პერიოდში, ესპანური პრესა ფალკაოს “მანჩესტერში” შესაძლო გადასვლის საკითხს აქტიურად განიხილავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისელები მადრიდელებს ხავიერ ერნანდესსა და საკმაოდ სოლიდურ თანხას სთავაზობდნენ.
შეგახსენებთ, რომ ფალკაოსადმი ინტერესს ლონდონის “ჩელსი” და “მანჩესტერ იუნაიტედიც” იჩენენ.