ფეხბურთი

0:03 | 13.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფერგიუსონმა დაადასტურა: “რუნის წასვლა სურს”

ჯერ კიდევ “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა დაადასტურა, რომ “წითელი ეშმაკების” შემტევს, უეინ რუნის გუნდის დატოვება სურს.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ალექს ფერგიუსონი “მანჩესტერს” დატოვებდა და მას რუნის ყოფილი დამრიგებელი, დევიდ მოიესი ჩაიბარებდა, გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, რუნის “წითელი ეშმაკების” დატოვების სურვილი ჰქონდა. დღეს, ეს ინფორმაცია ფერგიუსონმა დაადასტურა.

“ჩემის აზრით, რუნის კარგად დაფიქრება მართებს. ფეხბურთელს სურს, რომ კლუბმა ის ტრანსფერზე დააყენოს, მაგრამ ჩვენ მისი გაშვება არ გვინდა. რუნის გაყიდვაზე უარი განვაცხადეთ, მაგრამ ახლა ის უნდა დაფიქრდეს. მისი გადაწყვეტილება ჩემზე დამოკიდებული არაა.” – ციტირებს ფერგიუსონის სიტყვებს Daily Mail-ი.

0.113264